კვიპროსულმა კლუბმა შოთა გრიგალაშვილი წარადგინა

AutoSharing Option
კვიპროსულმა "ნეა სალამისმა" ქართველი ახალწვეული, 28 წლის შოთა გრიგალაშვილი წარადგინა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

"ნეა სალამისის" ოფიციალურ საიტზე წერია, რომ გასულ სეზონში გრიგალაშვილი "ომონიას" ღირსებას იცავდა.

"მივესალმებით შოთა გრიგალაშვილს "ნეა სალამისის" დიდ ოჯახში და მას წარმატებებს ვუსურვებთ", - ამ სიტყვებით მთავრდება მომცრო კვიპროსული გუნდის წერილი ქართველ ახალწვეულზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული