თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია "გენკს" თურქეთში შეუერთდნენ

AutoSharing Option
ბელგიურმა "გენკმა" ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის მზადება თურქულ ანტალიასთან ახლოს, ქალაქ სიდეში დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ნაახალწლევს დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა "გენკის" ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს, გერმანულ "ვერდერს" სურს.

თუმცა ფაქტია, რომ თორნიკე, თანამემამულე ლუკა ზარანდიასთან ერთად, ანტალიაში იმყოფება "გენკის" შეკრებაზე.

"გენკი" კვირას ჩავიდა თურქეთში. ერთი საათის შემდეგ დელეგაციას ქართველი ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ანტალიაში თბილისიდან გაემგზავრნენ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატი 16 იანვარს განახლდება. ქართველთა "გენკი" 32 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს გამართული.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უდისციპლინო ფეხბურთელი რა ჯანდაბათ უნდათ
ტიჯანა513
05 იანვარი 2015 20:40
0
ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე, მიდით ბიჭებო იშრომეთ და ასახელეთ ქვეყანა, ჩვენ კი გვეხაროს ტქვენი წარმატებებით. ღმრთისშობელი გეწეოდეთ
ლევან
05 იანვარი 2015 20:24
0
ამას თამაში მაგრად **** კიდია!
ერთობა და ატარებს დროს: D )
ika
05 იანვარი 2015 16:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული