გიორგი ჭანტურია "უნივერსიტატიაზე" უკეთეს გუნდებზე ფიქრობს

AutoSharing Option
რუმინულ (კრაიოვა) "უნივერსიტატიას" საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჭანტურიას გადაბირება სურს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება ძალიან გაუჭირდება.

სავარაუდო გარიგების თაობაზე თავდაპირველად "უნივერსიტატიას" ტექნიკურმა დირექტორმა სორინ კარტუმ ჩამოაგდო სიტყვა. მისი თქმით, გუნდისთვის ჰაერივით აუცილებელია შემოქმედებითი სტილის შემტევი ფეხბურთელის დამატება და ამ როლისთვის იდეალური კანდიდატურა სწორედ ჭანტურია იქნება.

7 იანვარს ამ საკითხთან დაკავშირებით რუმინულ მედიაში კომენტარი გააკეთა "უნივერსიტატიას" გენერალურმა მენეჯერმა ფელიქს გრეგორმა.

"ჭანტურია ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა მისი გადაბირება, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი ძალიან მცირეა",
- თქვა კრაიოველმა მაღალჩინოსანმა.

თავად ჭანტურიამ კი "უნივერსიტატიას" ინტერესის შესახებ ჩვენგან შეიტყო. ის ახლა რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ამ დროისთვის "უნივერსიტატიაში" გადასვლაზე არ ფიქრობს.

ეტყობა, ჭანტურიას უკეთეს გუნდში (ან ლიგაში) მოხვედრის შანსი აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შენ კიი ფიქრობ მარა უნდიხარ იმ უკეთესს?
bneli
11:50 08-01-2015
0
რას იკბინები, შე მართლა ბნელო, შენი მიაქვს რაიმე?! თუ რომელიმე ქართველი რაიმეს მიაღწევს, რატომ უნდა დაიბოღმოთ-"იიაზვოთ".
"ბნელ"-ს
12:27 08-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული