ოთარ ჩაფიძე: ჩავთვალოთ, რომ "მიკაში" ჩემი კარიერა დასრულებულია

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა ოთარ ჩაფიძემ სომხური "მიკა" დატოვა. მოპოვებული ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადავამოწმეთ და სიმართლე აღმოჩნდა.

"დღეს ველაპარაკე გუნდის მთავარ მწვრთნელს. მან მითხრა, რომ ჩემი დატოვება ძალიან უნდა, თუმცა ვერ ახერხებს. ამის მიზეზი ყოფილა "მიკას" მფლობელი, რომელიც მთლიანად აპირებს ძირითადი შემადგენლობის შეცვლას.

რას ვიზამთ, ჩავთვალოთ, რომ "მიკაში" ჩემი კარიერა დასრულებულია. ველაპარაკე ჩემს აგენტს და მან უკვე დაიწყო გუნდის ძებნა", - გვითხრა გუშინ ჩაფიძემ.

ჩაფიძე "სასკოს" აღზრდილია. მან უკვე მოასწრო უცხოეთის კიდევ ერთ კლუბში ძალების მოსინჯვა - ცოტა ხნით ბრესტის "დინამოშიც"
გააგორა ბურთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული