საბატინი კარგად იცნობს მჭედლიძეს. ის "პალერმოში" სწორედ იმ დროს მუშაობდა, როცა გუნდში ჩვენებური ფეხბურთელი ჩაირიცხა.
ახლა კი წერილი:
"2008 წელს ლევან მჭედლიძე დიდი იმედით მივიდა სიცილიურ კლუბში. ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ჯიჯი კანი მას ქართველ იბრაჰიმოვიჩს ეძახდა.
ოქტომბერში მჭედლიძემ ტურინის "იუვენტუსს" გაუტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სიცილიური გუნდის მაისურით გოლი გაიტანა. მაშინ მჭედლიძე 18 წლისა და 195 დღის იყო.
მჭედლიძე შაბათს "რომას"
გაქცევა
2010 წელს მჭედლიძე ჯერ კიდევ იწყებდა კარიერას, როცა მოულოდნელად... გაიქცა. ის ხშირად იჯდა სკამზე, ვერ გრძნობდა ნდობას დელიო როსისგან და თბილისში წავიდა. საშობაო შვებულებისას ის დიდხანს დარჩა მშობლიურ ქალაქში. არც "პალერმოს" სატელეფონო ზარს პასუხობდა და არც საბატინისას.ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით საბატინიმ ასე თქვა:
"ეს პირველად არ ხდება. ბევრი კიდევ მიიჩნევს, რომ მჭედლიძე დიდი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს - არ გააჩნია საფეხბურთო ცოდნა".
რენესანსისკენ
სადღეისოდ, მჭედლიძე ისევ პატარა ფეხბურთელია. "ემპოლიში" შეიძლება სხვანაირი გახდეს. კლუბის პრეზიდენტი ფაბრიციო კორსი ამბობს: "სიტუაცია უნდა გამოსწორდეს თავდაუზოგავი ვარჯიშითა და აზროვნებით. ამაზე მიუთითებდა თავის დროზე მჭედლიძეს საბატინიც".
საბატინის კარიერაში თითქმის არ ყოფილა წარუმატებელი ტრანსფერი. ჯერჯერობით, მჭედლიძე სწორედ ასეთია. ვნახოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იბრაჰიმოვიჩი ერთია, ყველა მის ტოლი ფეხბურთელი ვერ გახდება, მაგრამ თავისი დიდი ფეხბურთის თამაში ლევანს შეუძლია და არა ერთხელ დაამტკიცა ეს. მე ერთი ლევანი მირჩენია 2 იბრაჰიმოვიჩს და კიდევ 2 სხვას. ისინი არასოდეს გამოადგებიან ჩვენ ნაკრებს, ლევანი კი მჯერა ბევრჯერ გაგვახარებს კარგი თამაშიოთ ნაკრებში. ძალიან ცუდი იყო როცა 17 და 18 წლის ბიჭებს წამოჰკიდეს ნაკრების უმძიმესი ტვირთი, ვერ გაუძლეს ბიჭებმა მაშინ ფსიქოლოგიურად და ამიტომ არის, რომ დღემდის ვერ გაიხსნენ ბოლომდე. მაგრამ მათ უკვე დაუდგათ ასაკი როცა ყველაფერს შეძლებენ. მე რიგით გულშემატკივარს მტკიცედ მჯერა მათი. ( ლევანი, ჯანო, ყენია. ოქრი, მათე, ........)