რატომ არის ლევან მჭედლიძე "რომას" სპორტული დირექტორის შეცდომა?

AutoSharing Option
იტალიურმა insideroma-მ წერილი მიუძღვნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ ლევან მჭედლიძესა და ამჟამად "რომას" სპორტულ დირექტორ ვალტერ საბატინის.

საბატინი კარგად იცნობს მჭედლიძეს. ის "პალერმოში" სწორედ იმ დროს მუშაობდა, როცა გუნდში ჩვენებური ფეხბურთელი ჩაირიცხა.

ახლა კი წერილი:

"2008 წელს ლევან მჭედლიძე დიდი იმედით მივიდა სიცილიურ კლუბში. ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ჯიჯი კანი მას ქართველ იბრაჰიმოვიჩს ეძახდა.

ოქტომბერში მჭედლიძემ ტურინის "იუვენტუსს" გაუტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სიცილიური გუნდის მაისურით გოლი გაიტანა. მაშინ მჭედლიძე 18 წლისა და 195 დღის იყო.

მჭედლიძე შაბათს "რომას"
დაუპირისპირდა. თავის დროზე, "რომას" ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა საბატინიმ თქვა: "მჭედლიძე ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო".

გაქცევა
2010 წელს მჭედლიძე ჯერ კიდევ იწყებდა კარიერას, როცა მოულოდნელად... გაიქცა. ის ხშირად იჯდა სკამზე, ვერ გრძნობდა ნდობას დელიო როსისგან და თბილისში წავიდა. საშობაო შვებულებისას ის დიდხანს დარჩა მშობლიურ ქალაქში. არც "პალერმოს" სატელეფონო ზარს პასუხობდა და არც საბატინისას.

ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით საბატინიმ ასე თქვა:

"ეს პირველად არ ხდება. ბევრი კიდევ მიიჩნევს, რომ მჭედლიძე დიდი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს - არ გააჩნია საფეხბურთო ცოდნა".

რენესანსისკენ
სადღეისოდ, მჭედლიძე ისევ პატარა ფეხბურთელია. "ემპოლიში" შეიძლება სხვანაირი გახდეს.

კლუბის პრეზიდენტი ფაბრიციო კორსი ამბობს: "სიტუაცია უნდა გამოსწორდეს თავდაუზოგავი ვარჯიშითა და აზროვნებით. ამაზე მიუთითებდა თავის დროზე მჭედლიძეს საბატინიც".

საბატინის კარიერაში თითქმის არ ყოფილა წარუმატებელი ტრანსფერი. ჯერჯერობით, მჭედლიძე სწორედ ასეთია. ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აზროვნების სწავლა ძალიან ძნელია, შეუძლებელი. წამოდი და ითამაშე საქართველოს მეორე ლიგაში, იქაც თუ მოეწონე ქართველ მწვრთნელს.ალბათ გაგიჭირდება.
0
მომალით და მაგრად მჯერა ამ კაცის... უბრალოი ვერჯდება რაღაც, ორფორვარდიანი ტაქტიკაში შედარებით უჭში მჭედლიძეს თამაში
მჭედლიძემ უნდა ითამაშოს გამოკვეთილ ფორვარდად
ირაკლი
17:12 02-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული