საბატინი კარგად იცნობს მჭედლიძეს. ის "პალერმოში" სწორედ იმ დროს მუშაობდა, როცა გუნდში ჩვენებური ფეხბურთელი ჩაირიცხა.
ახლა კი წერილი:
"2008 წელს ლევან მჭედლიძე დიდი იმედით მივიდა სიცილიურ კლუბში. ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ჯიჯი კანი მას ქართველ იბრაჰიმოვიჩს ეძახდა.
ოქტომბერში მჭედლიძემ ტურინის "იუვენტუსს" გაუტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც სიცილიური გუნდის მაისურით გოლი გაიტანა. მაშინ მჭედლიძე 18 წლისა და 195 დღის იყო.
მჭედლიძე შაბათს "რომას"
გაქცევა
2010 წელს მჭედლიძე ჯერ კიდევ იწყებდა კარიერას, როცა მოულოდნელად... გაიქცა. ის ხშირად იჯდა სკამზე, ვერ გრძნობდა ნდობას დელიო როსისგან და თბილისში წავიდა. საშობაო შვებულებისას ის დიდხანს დარჩა მშობლიურ ქალაქში. არც "პალერმოს" სატელეფონო ზარს პასუხობდა და არც საბატინისას.ამ ფაქტის შესახებ მოგვიანებით საბატინიმ ასე თქვა:
"ეს პირველად არ ხდება. ბევრი კიდევ მიიჩნევს, რომ მჭედლიძე დიდი ფეხბურთელი გახდება, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს - არ გააჩნია საფეხბურთო ცოდნა".
რენესანსისკენ
სადღეისოდ, მჭედლიძე ისევ პატარა ფეხბურთელია. "ემპოლიში" შეიძლება სხვანაირი გახდეს. კლუბის პრეზიდენტი ფაბრიციო კორსი ამბობს: "სიტუაცია უნდა გამოსწორდეს თავდაუზოგავი ვარჯიშითა და აზროვნებით. ამაზე მიუთითებდა თავის დროზე მჭედლიძეს საბატინიც".
საბატინის კარიერაში თითქმის არ ყოფილა წარუმატებელი ტრანსფერი. ჯერჯერობით, მჭედლიძე სწორედ ასეთია. ვნახოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მჭედლიძემ უნდა ითამაშოს გამოკვეთილ ფორვარდად