გიორგი ჭანტურიამ წერტილი დასვა... ამოცანა კი წარმოუდგენლად რთულია

AutoSharing Option
როგორც იქნა, ბოლო მოეღო გიორგი ჭანტურიას სატრანსფერო საგას. 22 წლის შემტევი ზაფხულამდე რუმინულ "კლუჟში" დარჩება, კლუბში, რომელსაც ცოტა ხნის წინათ ფეხბურთელების მიმართ დავალიანებების გაუსტუმრებლობის გამო 24 ქულა დააკლეს.

კლუბს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ დააკმაყოფილონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "კლუჟს", რომელიც 17 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, ახლა ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუმინეთის მთავარი ლიგიდან ამ სეზონში 6 გუნდი ვარდება, ადვილი წარმოსადგენია, რომ ჭანტურიასა და მისი მეგობრების ამოცანა წარმოუდგენლად რთულდება.

ჩვენი მხრივ კი, ვიტყვით, რომ მიუხედავად ამისა, პერსპექტიული ფეხბურთელისთვის მაინც რუმინეთში დარჩენა სჯობს, ვიდრე იაპონიაში წასვლა. ჯერ ერთი, ამომავალი მზის ქვეყანაში სათამაშოდ უკვე ასაკში შესული ფეხბურთელები მიდიან; მეორეც - ჭანტურიას საქართველოს ნაკრებში შანსის გამოყენება სურს. ჩვენი ინფორმაციით კი, იაპონური კლუბები, არცთუ იშვიათად, ნაკრებში მოთამაშეების გაშვებისგან თავს იკავებენ.

ჭანტურია "ლელოსთან" საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"უკვე დაზუსტებით შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ზაფხულამდე "კლუჟში" ვრჩები. რუმინეთის ჩემპიონატის პირველ მატჩს კი გამოვტოვებ, რადგან ოთხი ყვითელი ბარათი დამიგროვდა და დისკვალიფიცირებული ვარ", - გვითხრა ჭანტურიამ, რომელმაც, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ზაფხულში კვლავ იტალიურ "ვერონას" უნდა მიაშუროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
არა რა, რა უხარია ეგ გამაგებინეთთთთთთთ
0
აუ მოვკვდი სიცილით.ვინაა პერსპეკტიული,22 წლის კაცი??? :)
22 წლისა ევროპაში უკვე ვარსკვლავები არიან და სტადიონს აზანზარებენ...
ვაი ჩვენს პატრონს.რა ფეხბურთიც გვაქვს,ის მედიაა და პირიქით...
Zaza
14:20 10-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული