საინტერესოა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტა დაღესტნელებმა 24 წლის ფეხბურთელის ინტერესებით ახსნეს.
"კლუბი გაგებით მოეკიდა იმ არცთუ იოლ მდგომარეობას, რომელშიც ბოლო დროს გია გრიგალავა აღმოჩნდა. მე, როგორც "ანჟის" ხელმძღვანელს, ადამიანურად მესმის, რომ მის მიერ მედიაში გავრცელებული განცხადებები ემოციურ ფონზეა გაკეთებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს დავშორდით როგორც პროფესიონალები და
ბოლო დროს მომხდარის ფონზე, ეს ყველაფერი ცინიკურად ჟღერდა, რადგან გრიგალავას მიმართ აგორებული "ნარკოლოგიური სკანდალისა" და შავი "პიარის" ინიციატორები თავად კლუბი და პირადად კორაბლიოვი იყვნენ. მიზეზი კი ცნობილია - "ანჟის" ძვირად ღირებული ფეხბურთელის გაჩერება აღარ სურდა.
იხილეთ: "სხვაგვარად ნარკოტიკი ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, "ანჟის" თავს არ დავაჩაგვრინებ!"
უცნობი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების მცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად ნარკოტესტის შემდეგ კლუბმა საქმეში რუსული პოლიცია კიდევ ერთხელ ჩართო. 9 თებერვალს კი ფეხბურთელთან საგანგებო მოლაპარაკებაც გამართეს.
ბოლო ინფორმაციით, გრიგალავას პერმის "ამკარში" იწვევენ, რომლის მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა მას გადასვლა ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში შესთავაზა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"