გია გრიგალავას დამატება რუსეთის პრემიერლიგის ორ კლუბს სურს

AutoSharing Option
რუსული ინტერნეტ-პორტალის, "ჩემპიონატის" ინფორმაციით, მახაჭყალის "ანჟიდან" გათავისუფლებული გია გრიგალავა ამჟამად მოლაპარაკებას პერმის "ამკართან" მართავს, რომელსაც გრიგალავას ყოფილი თავკაცი გაჯი გაჯიევი წვრთნის.

"ჩემპიონატის" მტკიცებით, "ამკარი" ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც ქართველი მცველის დამატება სურს - მისით პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბია დაინტერესებული, რომელიც არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირაა, გრიგალავას ირგვლივ სკანდალია აგორებული, მას ნარკოტიკების გამოყენება ბრალდებოდა. საბოლოოდ, გრიგალავას კლუბი "ანჟი" და ქართველი ფეხბურთელი შეთანხმდნენ და ხელშეკრულება ორმხრივად გაწყვიტეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Genacvale gia warmatebei rac mtavaria guli ar gaitexo da meti moindome upali gparavdes genacvale
zoro
00:07 13-02-2015
0
შენ უნდა ასახელო მარტვილი და საქართველო. კარგი ოჯახის შთამომავალი ხარ და ყველთვის გაგვიხარდება შენი წარმათება
martvili
00:14 12-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული