გია გრიგალავას ორი გზა: "როსტოვი" თუ "ამკარი"?

AutoSharing Option
გია გრიგალავას გარშემო ატეხილი სკანდალი ფეხბურთელისა და მახაჭყალის "ანჟის" გაყრით დასრულდა. 25 წლის მარცხენა მცველს მომხდარზე ლაპარაკი აღარ სურს.

სხვათა შორის, რუსულ "სპორტ-ექსპრესში" პერმის "ამკარის" დამრიგებელმა, გრიგალავას ყოფილმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა თქვა, რომ ქართველისთვის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება არასოდეს შეუნიშნავს და იქვე დასძინა, რომ იანვარში მას "ამკარში" გადასვლაც შესთავაზა.

როგორც შევიტყვეთ, "ანჟისთან" კონტრაქტის გაწყვეტის დღესვე გრიგალავა როსტოვში იმყოფებოდა, სადაც იქაური კლუბის (რომელიც ამჟამად რუსული პრემიერლიგის აუტსაიდერია) შემოთავაზება განიხილა.

"როსტოვის" მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი მას ჯერ კიდევ ყაზანის "რუბინში" მუშაობის დროს იწვევდა.

ჩვენებურს
დაუკავშირდა გაჯიევიც.

ფაქტია, რომ ახლა გრიგალავას ისეთ მწვრთნელთან მუშაობა სჭირდება, ვინც სტრესული მდგომარეობიდან გამოიყვანს და კონდიციების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაში დაეხმარება.

ამ შეთავაზებებიდან მარტივი დასკვნის გამოტანა შეიძლება: გრიგალავა მართლა ნარკოტიკების მომხმარებელი რომ ყოფილიყო, მისით პრემიერლიგის ორი გუნდი არ დაინტერესდებოდა. ხომ ლოგიკურია?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გრიგალავა ძალიან წესიერი ბიჭია, რისი ნარკოტიკი, რა ნარკოტიკი, ბიჭს სიგარეტი არ მოუწევია არასდროს. საქართველოს ნაკრებში ყველამ ვიცით თუ როგორ იხარჯება ბოლომდე! ცხონებული მასლაჩენკო, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთის დიდი სიყვარულით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიდა, გია გრიგალავას კლასს აღიარებდა!
ილია ერქვანია
19:44 13-02-2015
0
რათუ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია მოცილება უნდოდათ და შეუსრულეს თორე რა ნარკომომხმარებელი რის ნარკომომხამრებელი სისულელეა
შაკო
13:15 13-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული