გიორგი ფოფხაძე: ზეგ გადავწყვეტ, მინსკის "დინამო" თუ "იაგელონია"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 28 წლის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე მინსკის "დინამოსთან" ერთად თურქეთში კი ვარჯიშობს, მაგრამ არ არის გამორიცხული, კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.

"ზეგ გადავწყვეტ, მინსკის "დინამოსთან" გავაფორმებ კონტრაქტს თუ ჩემს ყოფილ გუნდს - "იაგელონიას" დავუბრუნდები. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით, პარასკევს მეცოდინება ყველაფერი", - გვითხრა გუშინ ფოფხაძემ, რომელიც "იაგელონიაში" 2013-14 წლებში თამაშობდა და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო.

ამ გუნდში 26 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც ნახევარი სეზონი ბოლნისის "სიონში" ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული