გიორგი ფოფხაძე პოლონურ "იაგელონიაში" ნიკა ძალამიძესთან ერთად ითამაშებს

AutoSharing Option
მართალია, გიორგი ფოფხაძესა და მინსკის "დინამოს" შორის ყველაფერი გარკვეული იყო და მხარეებს კონტრაქტიც უნდა გაეფორმებინათ, მაგრამ ბოლო წამს ყველაფერი შეიცვალა.

ახლა უკვე ნამდვილად გადაწყვეტილი ამბავია - საქართველოს ნაკრების კანდიდატი სეზონს პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ "იაგელონიაში" ჩაამთავრებს, სადაც კიდევ ერთი ჩვენებური - ნიკა ძალამიძე ირჯება.

ფოფხაძისთვის "იაგელონია" უცხო კლუბი არ არის. ის ამ გუნდში 2013/14 წლების სეზონში თამაშობდა და 26 მატჩშიც მიუღია მონაწილეობა.

"იაგელონიამ" პოლონეთის ჩემპიონატში ბოლო უქმეებზე შინ 1:2 წააგო "კორონასთან", თუმცა მინიმუმ მომდევნო ტურამდე შეინარჩუნა მეორე პოზიცია.

ფოფხაძის თავგადასავალთან
დაკავშირებით კი, "ლელოს" მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელშიც ფეხბურთელი თავად მოგვიყვება ბელორუსთა გაუგონარი საქციელის შესახებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული