ირაკლი სირბილაძე: ვერ მოგატყუებთ, სამი გოლი არ გამიტანია...

AutoSharing Option
32 წლის ფორვარდ ირაკლი სირბილაძეს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა ახალი გუნდის, "კუპსის" შემადგენლობაში. ფინეთის თასის 1/16-ფინალში ამ გუნდმა 6:0 მოუგო "პეპოს", ირაკლიმ კი დუბლი მიითვალა. "ლელო" სირბილაძეს ფინეთში დაუკავშირდა.

"მგონი, კარგი დებიუტი გამომივიდა. აქ ბევრმა ისე დაწერა, თითქოს ჰეთ-თრიკი შევასრულე, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს ვერ მოვატყუებ - ორი გოლი გავიტანე. ჩემი პირველი მატჩი იყო ახალ გუნდში და მგონი, არც დუბლი უნდა იყოს ურიგო შედეგი.

ორივე ბურთი თავით გავიტანე და ორივე - კუთხურიდან. ერთიც საგოლე გადაცემა გავაკეთე. თამაშის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა და გულშემატკივრებმა
მადლობა გადამიხადეს. ვეცდები, ასევე გავაგრძელო.

საერთოდ, კარგი გუნდი გვყავს - შეკრული და მებრძოლი. ჩვენი მიზანია, ფინეთის ჩემპიონატის სამეულში შევიდეთ და ქვეყნის თასიც მოვიგოთ, რაც ევროტურნირზე თამაშის უფლებას მოგვცემს", - გვითხრა სირბილაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული