სირაძისა და დვალის "დაჩიას" მატჩის შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შეუვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მარტს მოლდოვის ჩემპიონატის 23 ტურის მატჩის დაჩია-დინამო-ავტოს (6:2) დასრულების შემდეგ სტადიონზე სპეცრაზმი შევიდა და 12 ადამიანი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ კიშინიოვის "დაჩიაში" დავით სირაძე და ჯაბა დვალი ირიცხებიან.

12 დაკავებულიდან ტირასპოლის "დინამო-ავტოს" 8 ფეხბურთელია, მწვრთნელი და ერთ-ერთი კლუბის მმართველები.

დაკავებულები სპორტული შედეგების მანიპულეირებაში, ქრთამის აღებაში და ფულის გათეთრებაში არიან არ ეჭვმიტანილები.

დაკავებულთა შორის არიან უცხოელი მოქალაქები და ასევე ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მმართველები.

გარდა ამისა "დაჩიას" ვიცე-პრეზიდენტის რუსლან კმიტას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

"შემოვიდნენ გასახდელში ნიღბიანი ადამიანები. სპეცრაზმა რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი დააკავა.
შოკში ვიყავი", - თქვა "დინამო-ავტოს" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა.

აღნიშნულ შეხვედრაში ჯაბა დვალს მონაწილოება არ მიუღია, ის სათადიგოთა სკამზე იყო, ხოლო დავით სირაძე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
დვალზე და სირაძეზე მასეთ კომენტარს ნუ დაწერ მათ ეს არ დაუმსახურებიათ, დვალი ზესტაფონის ლეგენდაა.

გიო
09:32 22-03-2015
0
რატო, ბევრჯერ შეუვრდათ სპეცრაზმი თუ რომელიმე ოდესმე ვინმემ თამაშების ჩაწყობაში შეამჩნია???? გენიოსური აზრების ფრქვევას როდის უნდა შეეშვას ჩვენი ერი :)))

Magda
19:55 21-03-2015
0

სიახლეები პოპულარული