1-ელ აპრილს რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ჩემპიონატსა თუ თასზე ითამაშა.
რუმინეთის თასის გათამაშების საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში (კლუჟის დერბი) ერთმანეთს "უნივერსიტატია" და "კლუჟი" დაუპირისპირდნენ. თანაქალაქელებს შორის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა. შეხვედრაში კი ნაკრებმოვლილი გიორგი ჭანტურია სტუმართა შორის 83-ე წუთზე გამოჩნდა.
საპასუხო მატჩის ძირითად და დამატებით დროში გოლები არ გასულა, "საფეხბურთო ლატარიაში" კი "უნივერსიტატიამ" იმარჯვა - 4:2.
ჭანტურიამ თავისი წილი პენალტი კი გამოიყენა, თან ძალიან ოსტატურად - მეკარის მოძრაობის საპირისპირო მხარეს ბურთს ოდნავ მიჰკრა ფეხი და შეაგორა, მაგრამ მისი
* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" საშინაო შეხვედრაში აზალ-ს მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო. აზალ-ის ქართველი მცველი ლაშა კასრაძე მინდორზე მე-80 წუთზე შევიდა.ტურის მატჩს დღეს, 2 აპრილს, ჩაატარებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ბაქოს "ინტერი", რომელიც ჩემპიონატის ლიდერ "ყარაბაღს" სტუმრად დაუპირისპირდება.
ბაქოს "ინტერი" 43 ქულით მეორე ადგილზეა, ჩიხრაძის გუნდი "სიმურგი" კი 35 ქულით - მეოთხეზე.
* * *
უკრაინის თასის ნახევარფინალის საგზური ჯიბეში უდევს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს", რომელმაც მეოთხედფინალის პირველ, საგარეო მატჩში 4:0 მოუგო ოდესის "ჩერნომორეცს". ნაკრებში დამაშვრალი ჯაბა კანკავა სტუმართა რიგებში არ გამოჩენილა, "ჩერნომორეცის" თადარიგში კი "მეზღვაურთა" ქართველი ახალწვეული გიორგი გადრანიც იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"