6 ქულით გაიმარჯვა "ემპოლის" 25 წლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ. 4 ქულით მეორე ადგილზეა "ვიტესის" 22 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი. 3 ქულით მესამეა "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.
პირველი ადგილი
ლევან მჭედლიძე - ემპოლი (იტალია), 25 წლის. 3 თამაში, 1 გოლისერია A-ში ქართულ გოლს მონატრებულნი ვიყავით და აი, 22 მარტს ლევან მჭედლიძემ "სასუოლოს" კარი დალაშქრა. ამ თვეში მან სამჯერ ითამაშა ჩემპიონატში და აქედან ერთხელ სასტარტო შემადგენლობაში.
მეორე ადგილი
ვაკო ყაზაიშვილი - ვიტესი (ჰოლანდია), 22 ვაკომ უკვე მყარად დაიმკვიდრა ადგილი "ვიტესის" სასტარტოში. მან სამივე შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყო, 13 მარტს კი "ალკმაარს" გაუტანა. ეს ვაკოს მეექვსე გოლია ჩემპიონატში.
მესამე ადგილი
ჯანო ანანიძე - სპარტაკი (რუსეთი), 22 წლის. 3 თამაშიჯანომ შეძლო "სპარტაკში" დაკარგული ადგილის დაბრუნება. მარტში იაკინმა ორჯერ დააყენა სასტარტოში ჯანო და ორჯერვე მოსკოვურ დერბიში. ქართველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ნომინანტთა შორის დასახელებულნი იყვნენ: ჯაბა ლიპარტია ("ზორია", უკრაინა), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი) და სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა).
13 გოლი და 2 დებიუტი
მარტის თვეში, ისევე, როგორც თებერვალში, ქართველმა ლეგიონერებმა 13 გოლი გაიტანეს. სულ 2015 წელს ოფიციალურ თამაშებში ქართველმა ლეგიონერებმა 31 გოლი გაიტანეს. მარტში 2-2 გოლი გაიტანეს ლიპარტიამ და ირაკლი სირბილაძემ; თითო გოლი გაიტანა 9 ფეხბურთელმა (მჭედლიძე, ყაზაიშვილი, ჭანტურია, კობახიძე, ალეკო ამისულაშვილი, მათე ვაწაძე, კახა მახარაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, დავით სირაძე).
ამ თვეში ქართველ ლეგიონერთა ორი დებიუტი შედგა, ორივე უნგრულ ნიდერიჰაზას "სპარტაკუსში", სადაც თამაში დავით დარციმელიამ და ზურაბ არზიანმა დაიწყეს.
გთავაზობთ 2015 წლის თვეების გამარჯვებულებს:
იანვარი
1. ვაკო ყაზაიშვილი, 2. ელგუჯა გრიგალაშვილი, 3. ლევან მჭედლიძე
თებერვალი
1. ჯაბა კანკავა, 2. ვაკო ყაზაიშვილი, 3. გიორგი მერებაშვილი
ასევე იხილეთ:
თებერვლის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით
იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით