ლეგიონი: ჯაბა კანკავას "დნიპრო" უკრაინის თასის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
გუშინ, 8 აპრილს, ევროპულ მინდვრებზე ძირითადად სათასო მატჩები გაიმართა. ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმაც, კერძოდ - კვიპროსისა და უკრაინის თასის გათამაშების შეხვედრებში.

კვიპროსის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში "ომონია" სტუმრად დაუპირისპირდა აპოელ-ს და 0:3 დამარცხდა. წაგებულთა რიგებში 60 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა უჩა ლობჟანიძემ.

უკრაინის თასის საპასუხო მეოთხედფინალში კიევის "დინამომ" "ზორიას" შინ 2:0 მოუგო. პირველი შეხვედრაც ფავორიტთა გამარჯვებით (2:1) დასრულდა. "ზორიას" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია სათადარიგო იყო.

უკრაინის თასის ამავე ეტაპზე ერთმანეთს "დნიპრო" და ოდესის "ჩერნომორეცი" შეხვდნენ (პირველი მატჩი დნეპროპეტროვსკელებს 4:0
ჰქონდათ მოგებული).

საპასუხო დაპირისპირებაში "დნიპროს" რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას. "ჩერნომორეცში" კი მე-12 წუთზე შეცვალეს ახალგაზრდა ქართველი გიორგი გადრანი, რომელმაც ტრავმა მიიღო. მატჩი კი ორკაცნაკლულმა "დნიპრომ" 1:0 მოიგო და ნახევარფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული