ბუნებრივია, ეს ლევან მჭედლიძისთვის კიდევ ერთი კონკურენტის დამატების ტოლფასია, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი ისედაც იშვიათად ხვდება "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში.
აი, რა თქვა "ემპოლის" პრეზიდენტმა ფაბრიციო კორსიმ:
"კომანი საინტერესო ვარიანტია. ჩვენ მომავალ სეზონში პუჩარელისა და მჭედლიძის საფეხბურთო ზრდის დასრულებასაც ველით".