მახარაძემ ამ მიზეზით გამოტოვა "ყიზილყუმთან" უზბეკეთის ჩემპიონატის მატჩი, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.
"მახარაძე დაშავებულია, თუმცა მისი მდგომარეობა საგანგაშო არ არის და ის მინდორს მალე დაუბრუნდება", - განაცხადა ბაბაიანმა.
ამ ფორმაციის "ფახთაქორის" წარმოდგენა ქართველი კაპიტნის გარეშე შეუძლებელია. ის გუნდის უდავო ლიდერია. სწორედ "ფახთაქორში" კარგი თამაშის შემდეგ დაუბრუნდა ის საქართველოს უპირველეს გუნდს. მახარაძე ტაშკენტურ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს.
(იბეჭდება მცირე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"