[ლეგიონი] გოლი და საგოლე, ტაბიძე სრულად და ჯანო ჩემპიონობისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
25 აპრილს ქართველი ლეგიონერების რამდენიმე გუნდმა ითამაშა.

მოსკოვის "სპარტაკი" კიდევ უფრო მიუახლოვდა რუსეთის ჩემპიონობას. "სახალხო გუნდმა" შინ 1:0 მოუგო "ურალს". გამარჯვებულთა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა ჯანო ანანიძე, "ურალში" კი სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ.

* * *
ესტონეთის ჩემპიონატში "ფლორამ" 4:2 მოუგო "ნარვას". მასპინძელთა მხრიდან 31-ე წუთზე გოლი ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაში ტაშკენტის "ლოკომოტივი" საშინაო ასპარეზზე საუდის არაბეთის წარმომადგენელ "ალ ტაავონს" დაუპირისპირდა. უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ (4:4) დასრულდა. უზბეკური კლუბის რიგებში სრულად ითამაშა კახა
მახარაძემ
და საგოლე პასიც მიითვალა.

* * *
ლიტვის ჩემპიონატში "შტუმბრასმა" გასვლაზე 0:2 წააგო "სუდუვასთან". დამარცხებულთა შორის 90 წუთი ითამაშა ლევან მაჭარაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
wadit bidziko rusethi mainc ormag moqalaqeobas idzleva.vin gakavebt aq.haexutet.
0
რუსებს კარგ ჩემპონატთან ერთად მაგარი სტადიონებიც აქვთ.სპარტაკს და კრასნოდარს მართლა ლამაზი არენები აქვთ ასევე სხვებსაც ცსკ და ზენიტს.ერთ რამედ ღირს ამ არენებიზე მატჩების ყურება.
gode
16:08 26-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული