რუსეთში ქართველთა გუნდი ლეგიონერებზე ლიმიტის დარღვევისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის ხელმძღვანელობამ "სახალინს" 26-ე ტურის მატჩში "ტოსნოს" წინააღმდეგ ლეგიონერებზე ლიმიტის დარღვევისთვის 0:3 ტექნიკური წაგება ჩაუთვალა.

რეგლამენტის მიხედვით, მოედანზე ერთდროულად არ შეიძლება იმყოფებოდეს სამ ლეგიონერზე მეტი.

მაგრამ 78-ე წუთიდან მატჩის ბოლომდე მოედანზე "სახალინს" ოთხი ლეგიონერი ჰყავდა: მოლდოველი ნიკოლაი ჟოსანი, ბალორუსი ვიტალი ბულიგა და ქართველები - გოჩა ხოჯავა და გიორგი კახელიშვილი (სწორედ ეს უკანასკნელი შევიდა 78-ე წუთზე).

0:3-ის გარდა, "სახალინს" 100 ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრეს. თუმცა გოჩა ხოჯავას (ფოტოზე ბურთით) ამ მატჩში მიღებული ყვითელი ბარათი შეუნარჩუნდა.

შეგახსენებთ, რომ ლეგიონერებზე მკაცრი
ლიმიტის გამო "ტოსნოდან" ახლახან ოთარ მარცვალაძე წავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული