მათე ვაწაძე: დიდებული შეგრძნებაა, ქომაგი შენს სახელს რომ სკანდირებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
მათე ვაწაძემ დანიის პირველი დივიზიონის ლიდერთა ჯახში, "ორჰუსს" შინ ბოლო წუთზე გადაურჩინა ქულა "ვიბორგთან" დაპირისპირებაში - 1:1. ეს მისი მე-15 გოლია ჩემპიონატში და 26 წლის ქართველი ფორვარდი აშკარად საუკეთესო ფორმაშია.

stiften.dk-მა ვაწაძეს 6-ბალიანი სისტემით 3 ბალი დაუწერა, რაც ერთ-ერთი მაღალია მატჩში.

"მთელი მატჩი ენერგიულად ითამაშა, ბევრი მომენტი შეექმნა და ალბათ, პირველ ტაიმშიც ჰმართებდა გატანა, მაგრამ ის იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო ბოლო წამებზე და "ორჰუსს" ქულა მოუტანა", - წერს საიტი.

"ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, "ვიბორგი" ძალიან ძლიერი გუნდია და დამსახურებულად
ლიდერობს ლიგაში. უნდა მოგვეგო და მათთან სხვაობა შეგვემცირებინა. ამის ნაცვლად ქულა მოვიპოვეთ. ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ არა უშავს.

ბოლო დროს რაღაც გვიან გაგვაქვს გოლები.

ბედნიერი ვარ. ჩემი საქმე გოლების გატანაა და დღეს ეს შევძელი, რაც ქულებშიც აისახა, მაგრამ მგონია, რომ მეტი შემეძლო. ჩემთვის მაინც მთავარია, გუნდმა მოიგოს და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიტანს გოლებს.

გულშემატკივრები ჩემს სახელს რომ სკანდირებდნენ, დიდებული შეგრძნება იყო", - თქვა ვაწაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
:D ეეეეეეჰ,მე მართლა მეგონა, გოლი გაიტანა-მეთქი.....კი,ესეც გოლია,მაგრამ.....
davidbe
21 აპრილი 2015 08:29
0
რომ თამაშობდე გაიტანდი მაგრამ საქმეც მაგაშია რომ იქ არ თამაშობ ))
gio
20 აპრილი 2015 22:33
0
ესეთ გოლს მეც ხო გავიტანდი
anzora
20 აპრილი 2015 22:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული