ჯაბა კანკავა "დნიპროსთან" ერთად "ბრიუგეს" დასახვედრად კიევში გაემგზავრა

AutoSharing Option
23 აპრილს ევროპალიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. უკრაინული "დნიპრო" კიევში უმასპინძლებს ბელგიურ "ბრიუგეს".

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა, ჯაბა კანკავამ უკრაინელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა.

კიევში "დნიპროს" 20 ფეხბურთელი გაემგზავრა, მათ შორის, ჯაბა კანკავა. მწვრთნელმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა "ოლიმპიკთან" მატჩში. მიუხედავად ამისა, "დნიპრომ" 5:0 მოიგო. არ უთამაშია არც ჯაბას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული