"იაგელონია" პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველების გარეშე ითამაშებს

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბიალისტოკის "იაგელონია" "ბელხატოვს" შეხვდება. ეს მატჩი ქართველი ფეხბურთელების, გიორგი ფოფხაძისა და ნიკა ძალამიძის გარეშე ჩაივლის.

მარცხენა მცველი ფოფხაძე დისკვალიფიცირებულია - მან პოლონეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მეოთხე ყვითელი ბარათი მიიღო.

შჩეცინის "პოგონთან" მატჩში დაშავებული ძალამიძე უკეთ კია, მაგრამ "იაგელონიას" მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერჟი ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ბოლომდე გაუმჯობესებას ელოდება და გარისკვას არ აპირებს.

"ძალამიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უკეთესი ხდება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ გავრისკოთ", - თქვა "იაგელონიას" დამრიგებელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული