გიორგი ლორია პაოკ-ის პირველი არჩევანი არ არის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარე გიორგი ლორიას გადაბირება ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, პაოკ-ს რომ სურს, ამის თაობაზე უკვე გვეწერა.

ისიც გაუწყეთ, რომ ლორიას, პარალელურად, პაოკ-ი "პანთრაკიკოსის" კარის დარაჯ გეორგიოს ათანასიადისის შეძენის ვარიანტსაც განიხილავდა. როგორც ბერძნული მედია იტყობინება, სალონიკურმა კლუბმა არჩევანი საბოლოოდ ბერძენ კიპერზე შეაჩერა.

როგორც ელადელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, პაოკ-ის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ლორიას გადაბირება საბერძნეთის მოქმედ ჩემპიონ პირეოსის "ოლიმპიაკოსსაც" უნდა.

შეგახსენებთ, რომ ლორია და გიორგი მერებაშვილი მას შემდეგ დარჩნენ უგუნდოდ, რაც კრეტის ოფი-მ ფინანსური პრობლემების გამო
არსებობა შეწყვიტა.

თავის მხრივ, ვარიანტები აქვს მერებაშვილსაც. როგორც მისმა იტალიელმა აგენტმა აღნიშნა, ექსდინამოელის აყვანა ფრანგულ და რუმინულ გუნდებს სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერებაშვილის აყვანა ბრაზილიურ ფლამენგოსაც სურს..
გიორგი
11:55 30-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული