უჩა ლობჟანიძე: ევროსაგზური უნდა მოვიპოვოთ

AutoSharing Option
კვიპროსში ქართველ ფეხბურთელთა გუნდებიდან ყველაზე უკეთ უჩა ლობჟანიძის "ომონია" თამაშობს, რომელიც 50 ქულით მესამე ადგილზე.

ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა გოლითაც გამოიჩინა თავი აეკ-ის კარში.

"ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის ევროსაგზურის მოპოვება.

ოთხი ტური დარჩა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ქულების მოპოვებას. აეკ-ი ჩვენი კონკურენტია და მნიშვნელოვანია, რომ მასთან თამაში არ წავაგეთ", - განაცხადა ლობჟანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული