"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

AutoSharing Option
ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები ახლოვდება და წინა წლის მძიმე გამოცდილების შემდეგ, ამ გადმოსახედიდან, წელსაც არ ელის ქართულ ფეხბურთს კარგი დღე.

განსაკუთრებით კი, ეს "სამტრედიას" ეხება, რომელიც ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.

"სამტრედიაში" არასტაბილურობა 2017 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გია ცეცაძემ დატოვა. ცეცაძე იმერლებს 88 მატჩი ედგა სათავეში, საიდანაც მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 53 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 20 წააგო. 

ფაქტია, "სამტრედია" ყველაზე წარმატებული გია ცეცაძის ხელში იყო. კლუბის ორი ტიტულიც, 2016 წელს ჩემპიონობა და 2017 წელს სუპერთასის მოგება, ცეცაძის დამსახურებაა.

იმერულმა
კლუბმა 2017 წლის ჩემპიონატი საბოლოოდ მესამე ადგილზე დაასრულა და მდევარ "საბურთალოს" 8 ქულით აჯობა. კლუბში ამ პერიოდში მოვიდა უჩა სოსიაშვილი და გუნდი დატოვა ძირითადმა ბირთვმა, "სამტრედიამ" ახალი ცხოვრება დაიწყო.

სეზონის დასაწყისი საკმაოდ პერსპექტიული ჩანდა - კლუბში მოვიდნენ ისეთი ლეგიონერები, რომელთაც ზურგს წამყვან კლუბში დაწყებული კარიერა უმაგრებდათ, თუმცა არც ერთის საფეხბურთო ასპარეზობა წარმატებით არ გაგრძელებულა. აგრეთვე, კლუბს დაემატნენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები: ბუბა დაუშვილი და უჩა ლობჟანიძე, ახალგაზრდული  ნაკრებიდან - რომან ჩაჩუა.

პირველივე მატჩში იმერულმა გუნდმა "ლოკომოტივს" სტუმრად 2:1 სძლია. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კლუბს საკმაოდ პერსპექტიული მომავალი აქვს. ყველაფერი კი ეროვნული ლიგის მეორე ტურიდან დაიწყო, როცა "სიონთან" შეხვედრაში მაიკლ ოლაიტანი დაიმტვრა. ეს გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი აღმოჩნდა.

ამას მოჰყვა ანტე გისა და უჩა სოსიაშვილს შორის კონფლიქტი, რის შედეგადაც ის განაცხადშიც ვერ მოხვდა, თუმცა შემდეგ მთავარი მწვრთნელი ირწმუნებოდა, რომ ურთიერთობა დალაგდა.

ამის შემდეგ "სამტრედიაში" მოვლენები უარესად განვითარდა და კლუბის შიგნით არსებულმა კონფლიქტმა გუნდი კატასტროფულ ვითარებამდე მიიყვანა.

პირველი ბარგი გიორგი განუგრავამ და უჩა ლობჟანიძემ ჩაალაგეს. აქ იყო ლეგიონერებსა და ქართველ ფეხბურთელებს შორის შესაძლო კონფლიქტზე საუბარი. მალევე, 4 მატჩის შემდეგ კლუბი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმაც დატოვა.

მის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად ბადრი კვარაცხელია დაინიშნა, თუმცა ამან "სამტრედიაში" სიტუაცია ვერ შეცვალა. მომდევნო ფეხბურთელი, ვინგ გუნდი დატოვა, ანრი ნდონგი იყო, ფეხბურთელი, რომელიც ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ხმაურიან ეპიზოდში მონაწილეობდა. 

alt"სამტრედია"-"კოლხეთის" დასრულების შემდეგ მოედანზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]


ყველაზე დიდი მოულოდნელობა გუნდის კაპიტნის, ბუბა დაუშვილის და ვიცე-კაპიტნის, ომარ მიგინეიშვილის წასვლა გახდა. საუბარი იყო, რომ ფეხბურთელებს კონფლიქტი სიდი სანიასთან ჰქონდათ, რომელიც ქართველების წასვლიდან 4 დღეში მიჰყვა მათ.

მიზეზები, რომლებიც დღემდე დალუქულია კლუბში და შეფუთულია "ურთიერთშეთანხმების საფუძველზე", კატასტროფულ ვითარებას ქადაგებს ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის. იმის ფონზე, როცა "სამტრედია" განუთესავი იქნება და ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდეს.

ამ გადმოსახედიდან ფაქტია, რომ კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ამავდროულად კი, კარებზე ევროთასები გვიკაკუნებს.

რთულია, ამ ამბავში ფედერაციას ჩარევა მოსთხოვო, თუმცა რეგულაციები რომ საჭიროა, ამას წყალი არ გაუვა.

ფაქტებზე თვალის დახუჭვა ქართული ფეხბურთის მომავალზე თვალის დახუჭვაა. კარგია ეროვნული ლიგის რებრენდინგი, თუმცა, რაც "სამტრედიაში" ხდება, ძალიან ცუდია, რადგან "სამტრედია" ჩვენი გუნდია და მან ქართული ფეხბურთის ღირსება ამ მდგომარეობაში როგორ უნდა დაიცვას?

ჯობია, დროული და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რაღაც კონკრეტული პასუხები მიიღოს გულშემატკივარმა, იმიტომ, რომ არც "სამტრედია" იმსახურებს ამას და არც ქართული ფეხბურთი.

alt"კოპენჰაგენი" და "სელტიკი" იგეშებიან - ვინ შეიძლება შეხვდეს ქართულ კლუბებს ევროთასებზე?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვინც ჩაანაცვლბეს ის ხო დაანგრევს რა ევროპის სტადიონებს...
გი
08:36 02-06-2018
0
ესეც ჩვენი ჩემპიონატი!!! ჩემპიონი ვარდება ლიგიდან. რა ევროტურნირებზეა საუბარი? უეფას მივწეროთ საქართველომ "ჩეიკუკათქვა" და არსად არ გაუშვათ სამტრედია, მართლა ხო არ აგვიკრძალავენ ფეხბურთის თამაშს ჩვენ თვითონ ნამუსი არ უნდა გვქონდეს? მე მაგალითად უკვე მიტყდება.
გივია
14:28 01-06-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6