THE MAG: "ნიუკასლის" ფანების ფავორიტი თემურ ქეცბაია ისევ თავისუფალია

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგაში "ნიუკასლ იუნაიტედი" კატასტროფულად ასპარეზობს - "კაჭკაჭებმა" ზედიზედ 8 მატჩი წააგეს. ბრიტანული მედია უახლოეს ხანებში (შეიძლება საათებშიც კი) ჯონ კარვერის მოხსნას ვარაუდობს.

კარვერმა 16 მატჩში მხოლოდ 9 ქულა მოუტანა "ნიუკასლს". ამიტომაც ჟურნალი THE MAG-ი უკვე მის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს.

დასახელებულ კანდიდატთა შორის კვლავ გამოჩნდა თემურ ქეცბაიას კანდიდატურა. შეგახსენებთ, რომ კარვერის მწვრთნელად დამტკიცებამდე უკვე იყო საუბარი, რომ შეიძლებოდა "ნიუკასლი" ქეცბაიას ჩაებარებინა. ინგლისური საბუკმეკერო კანტორები ერთი ხანობა, მას ფავორიტთა შორისაც ასახელებდნენ.

"ნიუკასლის" ფანებს ყველაზე მეტად იურგენ კლოპი სურთ, მაგრამ გერმანელი იმაზე
ძვირი ჯდება, ვიდრე კლუბს შეუძლია გადაიხადოს", - წერს ჟურნალი და მთავარ კანდიდატად ფრანგ რემი გარდს ასახელებს.

"კანდიდატი ბევრი შეიძლება იყოს, თუმცა რემი გარდი ხელმისაწვდომია ამ ეტაპზე. ასევე, თავისუფალია "თუნის" ფანების ფავორიტი თემურ ქეცბაიაც", - ვკითხულობთ ჟურნალში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიუკასლს ახლანდელი მწვრთნელის ნაცვლად ქეცბაია რომ დაენიშნა ბევრად მაღლა იქნებოდა სატურნირო ცხრილში. თემო გენაცვალე, წარმატებები პატრიოტ ქართველს!
georgiano
02:22 05-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული