ირაკლი მაისურაძე: მაგრად კი მომხვდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ტრავმა რამდენად სერიოზულია

AutoSharing Option
კვიპროსულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ "ანორთოსისის" ქართველი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე (26 წლის, 3 მატჩი საქართველოს ნაკრებში) დაშავებულია.

ჩვენებურმა ტრავმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო, როცა მისი გუნდი "ერმისს" დაუზავდა - 1:1.

გუშინ "ლელო" ირაკლის კვიპროსზე დაუკავშირდა.

"არ ვიცი, ტრავმა რამდენად სერიოზულია. ზუსტი პასუხი მალე მეცოდინება. მაგრად კი მომხვდა, ტკივილი ვიგრძენი", - გვითხრა მაისურაძემ.

ის და "ანორთოსისის" კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბურჯანია, გუნდის ლიდერებად ითვლებიან. შეგახსენებთ, რომ კვიპროსულ კლუბს, მათ გარდა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორი ფეხბურთელის, გიორგი პაპუნაშვილისა და
ოთარ კაკაბაძის
გადაბირებაც სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული