ლუკა კიკაბიძის გოლს პლუს პასი "ბასტიას" დუბლებში

AutoSharing Option
ლუკა კიკაბიძემ თავი ფრანგული ლიგა 1-ის "ბასტიას" დუბლებში გამოიჩინა. 20 წლის ნახევარმცველი "ბასტიას" პირველი გუნდის წევრია, თუმცა თამაში არ უწევს (მხოლოდ ორჯერ იყო სათადარიგო). სამაგიეროდ, "ბასტიას" დუბლებში ის მოწინავე ფეხბურთელია.

"ბასტიას" დუბლებმა სტუმრად "უასელი" 4:2 დაამარცხა. 21-ე წუთზე, კონეს ჩაწოდების შემდეგ კიკაბიძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. ეს მისი მეორე გოლია ჩემპიონატში.

ლუკა მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და 2:2-ზე სიდოს გაატანინა. ლუკა 90-ე წუთზე "ლივერპულის" ყოფილმა ფორვარდმა ჯიბრილ სისემ შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული