გიორგი ლორია: ”ოლიმპიაკოსს” ივლისის დასაწყისიდან შევუერთდები

AutoSharing Option
გიორგი ლორია და ბერძნული ფეხბურთის გრანდი, პირეოსის "ოლიმპიაკოსი" ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ხელიც მოაწერეს. იქაური მედიის ცნობით, მხარეთა სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ ერთი სეზონით.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მეკარე, ანაზღაურების სახით, წლიურად 200 ათას ევროს მიიღებს. ზოგიერთი ინფორმაციით, ეს თანხა 450 ათასი ევროა, თუმცა პირველი უფრო სარწმუნოდ მოჩანს.

ლორიამ კომენტარი გააკეთა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის":

"გუნდს ივლისის დასაწყისში შევუერთდები. მოლაპარაკება დიდხანს მიმდინარეობდა. ამ პროცესში ჩართულები იყვნენ ლევან სილაგაძე და დავით კიკალეიშვილი.

იყო დაინტერესება სხვა კლუბებიდანაც - პაოკ-იდან, აეკ-იდან... სხვა
ქვეყნებიდანაც. საბოლოოდ, გადაწყვეტილება "ოლიმპიაკოსის" სასარგებლოდ მივიღე. წარმატებული გუნდია, ჩემპიონთა ლიგაზეც სისტემატურად თამაშობს".

ლევან სილაგაძე: "ოლიმპიაკოსის" მეკარეების მწვრთნელმა, თავად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და კლუბის პრეზიდენტმა ოფი-ში გიორგის მიერ გატარებული სეზონი დადებითად შეაფასეს.

დღევანდელ მეკარესა და გიორგის შორის კონკურენცია ნულიდან უნდა დაიწყოსო. ლორია "ოლიმპიაკოსში" მეორე მეკარედ არ გადავიდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია ზამენაზე არ იქნება და სკამის სახეხად არ მისულა გუნდში
0

სიახლეები პოპულარული