საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევმა კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და საჯარიმოს გარედან თავზე გადაუგდო ბურთი (მე-9 გოლი მიმდინარე ჩემპიონატში).
ყაზაიშვილი 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო რაც შეეხება გურამ კაშიას, ვისთვისაც ეს 150-ე მატჩი იყო "ვიტესის" შემადგენლობაში, მან სრულად ითამაშა.
* * *
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინის ჩემპიონატში ხარკოვის "მეტალისტის" კარი აიღო (მე-40 წუთი). ამ გუნდთან მისმა "ვოლინმა"
* * *
რუსეთის ჩემპიონატში უცნაური მარცხი იწვნია "სპარტაკმა", რომელმაც რიცხობრივი უპირატესობა ვერ შეირგო და "ტერეკთან" 2:4 დათმო. ჯანო ანანიძემ მინდორზე ბოლო 5 წუთი გაატარა.ამ ქვეყნის პირველ დივიზიონში კი "სკა ენერგიამ" გასვლაზე 2:1 მოუგო სანკტ-პეტერბურგის "დინამოს". ყვითელი ბარათი მიიღო გოგიტა გოგუამ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა.
* * *
ლატვიის ჩემპიონატის მორიგ ტურში "სკონტომ" შინ 4:1 მოუგო "დაუგავპილსს". თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა მცველმა ლევან მახარაძემ.* * *
ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძის "კუპსი" გასვლაზე განადგურდა სიკ-თან - 0:5. სირბილაძემ მინდორზე 90 წუთი გაატარა.
დანარჩენები ყველა საცოდავი ვაი-ფეხბურთელები