კვიპროსული "ანორთოსისი" ირაკლი მაისურაძესა და გიორგი აბურჯანიას ვერ ელევა

AutoSharing Option
ფოტოზე: ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია თანაგუნდელებთან ერთად
კვიპროსულმა "ანორთოსისმა" ერთი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი 26 წლის ნახევარმცველ ირაკლი მაისურაძეს, ხოლო რაც შეეხება 20 წლის გიორგი აბურჯანიას, ფამაგუსტელებს მასთან დაკავშირებითაც ანალოგიური სურვილი აქვთ, თუმცა აბურჯანიას სხვა ვარიანტებიც აქვს და საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.

მაისურაძემ კი "ლელოს" ეს უთხრა:

"მართალია, "ანორთოსისთან" კონტრაქტი ერთი წლით გავაგრძელე, რადგან აქ თავს კარგად ვგრძნობ. ცოტა კი ვიფიქრე, მაგრამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე", - ამბობს მაისურაძე.

ქართველებთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ცოტა ხნის წინათ კვიპროსული კლუბის ჰოლანდიელმა მაღალჩინოსანმა ტედ
ვან ლეუვენმა
გამოთქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული