როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ კლუბი შეიცვალეს

AutoSharing Option
ჩვენთვის საინტერესო მოვლენა მოხდა კვიპროსზე. ორმა ქართველმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ (25 წლის, 2 მატჩი საქართველოს ნაკრებში) და ლევან ხმალაძემ (30 წლის, 12 მატჩი საქართველოს ნაკრებში) კლუბი შეიცვალეს.

ქართველებმა დატოვეს "ოთელოსი", რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ კვიპროსელებმა დაწერეს, თითქოს კვასხვაძემ და ხმალაძემ ამ კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

"ლელო" კვიპროსში დაუკავშირდა კვასხვაძეს, რომელმაც გვითხრა:

"ოთელოსთან" ჩემი კონტრაქტი დასრულდა. "პაფოსში" გადავედი. ამას პირველად თქვენ გეუბნებით. კონტრაქტი ერთი სეზონით გავაფორმე. ჩემთან ერთად ითამაშებს ლევან ხმალაძეც. რაც შეეხება "ოთელოსის" მესამე ქართველს, ელგუჯა
გრიგალაშვილს, ჯერ არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას".

ცნობისთვის, "პაფოსი" კვიპროსის უმაღლეს ლიგაში ახლახან დაბრუნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული