ფოტო: facebook.com/DINAMOTB
სპორტულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როინ კვასხვაძემ შესაძლოა "დინამო თბილისი" დატოვოს.
ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ის სახელდება, რომ დედაქალაქურმა გუნდმა ხოსე პერალესი დაიბრუნა.
Sportall.ge თურქეთში "დინამოსთან" ერთად შეკრებაზე მყოფ კვასხვაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.
"სრულე სისულელეა. მომდევნო სეზონში აუცილებლად "დინამოში" ვითამაშებ და არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა", - ამბობს კვასხვაძე.
შეგახსენებთ, რომ როინ კვასხვაძე წლების განმავლობაში ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა და გასული სეზონის დასრულების შემდეგ "დინამოში" გადაბარგდა.