ალეკო ამისულაშვილი: ალბათ, "ინტერიდან" წავალ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 32 წლის მცველმა ალეკო ამისულაშვილმა "აზერისპორტს" უთხრა, რომ სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, ბაქოს "ინტერს" დატოვებს.

- რამდენიმე ტურის წინ ყველამ მიულოცა ჩემპიონობა "ყარაბაღს", მათ შორის - "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელმა. არადა, ახლა თუ სამ თამაშს მოიგებთ, "ოქროს მატჩი" გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას...
- სათქმელად იოლია, გასაკეთებლად - რთული. ავიღოთ თუნდაც "გაბალა". ამ გუნდს ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს. ამას გარდა, უნდა ვითამაშოთ "ყარაბაღთან" და "სუმგაითთან". სირთულეების მიუხედავად, ამის მიღწევა შეგვიძლია.

- უხასიათოდ ხართ. ამას კლუბში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა ხომ არ
განაპირობებს?

- არა, უბრალოდ, ვარჯიში ახლახან დასრულდა და დაღლილი ვარ.

- მოქმედებს თუ არა თქვენზე კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობა?
- არ არის სასიამოვნო, როცა ხელფასს ვერ იღებ. აქ არის ორი არჩევანი: ან უნდა ითამაშო, ან - არა.

- შესაძლებელია, რომ არ ითამაშოთ?
- ამას არ ვიზამთ. სეზონი უნდა ჩავამთავროთ ღირსეულად. მერე ვნახოთ, რა იქნება.

- "ინტერს", ალბათ, აღარ ექნება ძველებური დაფინანსება. თქვენი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება. რას აპირებთ?
- ჯერ არ ვიცი, სად გადავალ, მაგრამ დიდი ალბათობით, გუნდს დავტოვებ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს მაგარი ფულის კაცია და მაგრად არ მევასება. შოთამ კაცი გახადა კაისერში რო წაიყვანა და ეგრევე ოდნავ მეტი შესთავაზა კრილიამ და გაიქცა შოთა მცველის გარეშე დატოვა... წახვალ ტორე არ წახვიდე მილანის ინტერში სავარაუდოდ წახვალ ბოლნისის სიონსი ან ხობის კოლხეტში
0
კლავიატურის ლომო რატომ აყენებ შეურაწყოფას ამ კაცს?! ჯერ ფულზეც რომ ყოფილიყო მერე რა?!ფეხბურთელის კარიერა,ზოგადად სპორტსმენის ხანმოკლეა თან ეს კაცი 19 წლის აღარ იყო! მეორეც იქ კრასნოდარში(რომელიც დღეს მეორე ადგილზეა რუსეთის უმაღლეს ლიგაში) გუნდის კაპიტანი იყო! და მესამეც შოთამ თვითონ ქაიზერი რატომ დატოვა ფულის გამო ხომ არა?! და საერთოდ ვისი რა საქმეა ვინ სად გადავა და რისთვის?! შენ არ გევასება ეგ სხვა საქმეა მაგრამ, მერწმუნე არც შენ ეხატები ბევრს გულზე და შენი კომენტარიდან გამომდინარე არც მე!!!
541-s
01:27 20-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული