- რამდენიმე ტურის წინ ყველამ მიულოცა ჩემპიონობა "ყარაბაღს", მათ შორის - "ინტერის" რამდენიმე ფეხბურთელმა. არადა, ახლა თუ სამ თამაშს მოიგებთ, "ოქროს მატჩი" გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას...
- სათქმელად იოლია, გასაკეთებლად - რთული. ავიღოთ თუნდაც "გაბალა". ამ გუნდს ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს. ამას გარდა, უნდა ვითამაშოთ "ყარაბაღთან" და "სუმგაითთან". სირთულეების მიუხედავად, ამის მიღწევა შეგვიძლია.
- უხასიათოდ ხართ. ამას კლუბში შექმნილი ფინანსური მდგომარეობა ხომ არ
- არა, უბრალოდ, ვარჯიში ახლახან დასრულდა და დაღლილი ვარ.
- მოქმედებს თუ არა თქვენზე კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობა?
- არ არის სასიამოვნო, როცა ხელფასს ვერ იღებ. აქ არის ორი არჩევანი: ან უნდა ითამაშო, ან - არა.
- შესაძლებელია, რომ არ ითამაშოთ?
- ამას არ ვიზამთ. სეზონი უნდა ჩავამთავროთ ღირსეულად. მერე ვნახოთ, რა იქნება.
- "ინტერს", ალბათ, აღარ ექნება ძველებური დაფინანსება. თქვენი კონტრაქტი კი სეზონის ბოლოს იწურება. რას აპირებთ?
- ჯერ არ ვიცი, სად გადავალ, მაგრამ დიდი ალბათობით, გუნდს დავტოვებ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"