გურამ კაშია: პლეი ოფში ყველა გუნდს ერთნაირი შანსი აქვს

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ვიტესმა" ვერ მოუგო "უტრეხტს" (3:3), გუნდი მე-3 ადგილს ვერ შესწვდა და ახლა ევროსაგზურის მოსაპოვებლად პლეი ოფში მოუწევს თამაში.

21 მაისს "ვიტესი" "ზვოლეს" ესტუმრება, 24-ში კი შინ უმასპინძლებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში, გუნდი პლეი ოფის ფინალში გავა.

"უტრეხტთან" კარგად ვერ ვითამაშეთ, უკეთესადაც შეგვიძლია თამაში. სისწრაფე გვაკლდა და, რა თქმა უნდა, ასე იოლად არ უნდა ვუშვებდეთ გოლებს.

პლეი ოფში ოთხივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ფავორიტია", - განაცხადა გურამ კაშიამ FOX Sports-თან საუბარში.

შეგახსენებთ,
რომ პლეი ოფის მეორე წყვილს "ჰეერენვეენი" და "ფეიენოორდი" შეადგენენ.

"ვიტესში" კიდევ ერთი ქართველი თამაშობს, ვაკო ყაზაიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთადერთი ნაკრები რომელშიც არ მახსენდება გრძელ თმიანი ფეხბურთელი გერმანის ნაკრების,არამარტო ამჟამინდელი ,არამედ ყველა დროის,ყოველშემტხვევაში ბოლო 25 ჭელი რაც ფეხბურთი მახსოვს
bacho
23:41 19-05-2015
0
რა არის მართლა. მოლასტან ერთად ყივის?ქართულად მაინც მოუშვას.
brrrrrrrrrrrrr
17:56 19-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული