ჯაბა კანკავა ევროპის ლიგის საპრიზო თანხას ვერ მიიღებს

AutoSharing Option
დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, საპრიზო თანხებს კლუბში ვერ დახარჯავს.

ჯაბა კანკავას "დნიპროს" ევროპის ლიგაში ასპარეზობისთვის უეფასგან 9 მილიონი ევროს მიღება შეეძლო, თუმცა გუნდის მიერ გამომუშავებული ფული მთლიანად გერმანული კომპანიის, Hochtief-ის ანგარიშზე დაირიცხება.

აღნიშნული კომპანია "დნიპრო-არენის" სტადიონს აშენებდა და კლუბისგან გარკვეული თანხა არ მიუღია მომსახურებისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული კლუბის მთლიანი ვალი გერმანულ კომპანიასთან 11 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ "დნიპრო" ევროპის ლიგის ფინალში "სევილიასთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

ასევე იხილეთ:
დნიპრო-სევილია 2:3 - ჯაბა კანკავა ფინალისტობას
დასჯერდა [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული