ჯაბა კანკავას "დნიპროს" ევროპის ლიგაში ასპარეზობისთვის უეფასგან 9 მილიონი ევროს მიღება შეეძლო, თუმცა გუნდის მიერ გამომუშავებული ფული მთლიანად გერმანული კომპანიის, Hochtief-ის ანგარიშზე დაირიცხება.
აღნიშნული კომპანია "დნიპრო-არენის" სტადიონს აშენებდა და კლუბისგან გარკვეული თანხა არ მიუღია მომსახურებისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული კლუბის მთლიანი ვალი გერმანულ კომპანიასთან 11 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ "დნიპრო" ევროპის ლიგის ფინალში "სევილიასთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
ასევე იხილეთ:
დნიპრო-სევილია 2:3 - ჯაბა კანკავა ფინალისტობას