ძალამიძემ და ფოფხაძემ პოლონეთის ჩემპიონატის ბრინჯაო საქართველოს დროშებით იზეიმეს [PHOTO]

AutoSharing Option
პოლონეთის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა ქართველთა "იაგელონიასთვის", რომელმაც ბოლო ტურში 4:2 დაამარცხა "ლეხია" და 41 ქულით მესამე ადგილი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ "იაგელონიაში" ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე თამაშობენ.

23 წლის ძალამიძისთვის სეზონი შესანიშნავი გამოდგა - 33 მატჩში 3 გოლითა და 11 საგოლე პასით (პოლონეთის ჩემპიონატში მეორე შედეგი). გიორგი ფოფხაძე მეორე წრეში დაუბრუნდა "იაგელონიას" და სულ 6 მატჩი გამართა.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა კუთვნილი ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ძალამიძე და ფოფხაძე დაჯილდოებისას საქართველოს დროშებშემოხვეულნი ზეიმობდნენ თანაგუნდელებთან ერთად. შემდეგ კი ზეიმი ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ აქამდე "იაგელონიას" ერთადერთი წარმატება 2010 წლის პოლონეთის თასი და სუპერთასი იყო, ჩემპიონატში კი მესამე ადგილზეც კი არასოდეს გასულა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალეთ გულებში!სულ წარმატებებით გევლოთ!!!!!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული