"იაგელონია" კარგად გაისარჯა და ევროპა-ლიგაზე თამაშის პატივიც ირგუნა. გუნდმა პოლონეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ახლა ევროპაშიც აპირებს ჩაუქობას.
"გადაწყვეტილია, რომ "იაგელონიიდან" მივდივარ. სიმართლე გითხრათ, ახალი ვარიანტები ჯერ არცკი მიძებნია. ბოლომდე მჯეროდა, რომ კლუბსა და ჩემ შორის შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმება.
რატომ წამოვედი? აქ ორი მთავარი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ:
რა თქმა უნდა, სეზონი წარმატებული იყო. უბრალოდ, ცოტა ხასიათი გამიფუჭა იმან, რომ ბოლო რამდენიმე მატჩში ვერ ვითამაშე. ეს განპირობებული იყო იმით, რომ კლუბთან კონტრაქტს აღარ ვაგრძელებდი", - გვითხრა გუშინ ფოფხაძემ, რომელსაც პოლონეთში შევეხმიანეთ.
რაც შეეხება "იაგელონიის" მეორე ქართველს, 23 წლის შემტევ ნიკა ძალამიძეს, ის გუნდში რჩება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"