გიორგი ფოფხაძე: ბოლომდე მჯეროდა, რომ "იაგელონიასთან" შეთანხმებას შევძლებდი

AutoSharing Option
28 წლის მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე პოლონურ "იაგელონიას" გაეყარა. შეგახსენებთ, ჩვენებური ზამთარში მეორედ მივიდა ამ კლუბში და პოლონეთის ჩემპიონატის მეორე წრე ითამაშა.

"იაგელონია" კარგად გაისარჯა და ევროპა-ლიგაზე თამაშის პატივიც ირგუნა. გუნდმა პოლონეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ახლა ევროპაშიც აპირებს ჩაუქობას.


"გადაწყვეტილია, რომ "იაგელონიიდან" მივდივარ. სიმართლე გითხრათ, ახალი ვარიანტები ჯერ არცკი მიძებნია. ბოლომდე მჯეროდა, რომ კლუბსა და ჩემ შორის შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმება.

რატომ წამოვედი? აქ ორი მთავარი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ:
მომავალი სეზონიდან ლეგიონერებზე გამკაცრებული ლიმიტი და ფინანსები. ამ მხრივ, "იაგელონია" არ არის ძლიერი კლუბი...

რა თქმა უნდა, სეზონი წარმატებული იყო. უბრალოდ, ცოტა ხასიათი გამიფუჭა იმან, რომ ბოლო რამდენიმე მატჩში ვერ ვითამაშე. ეს განპირობებული იყო იმით, რომ კლუბთან კონტრაქტს აღარ ვაგრძელებდი", - გვითხრა გუშინ ფოფხაძემ, რომელსაც პოლონეთში შევეხმიანეთ.

რაც შეეხება "იაგელონიის" მეორე ქართველს, 23 წლის შემტევ ნიკა ძალამიძეს, ის გუნდში რჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული