ლეგიონი: "კუპსმა" ირაკლი სირბილაძის საგოლე პასებით მოიგო

AutoSharing Option
ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი დივიზიონი) მორიგ ტურში ირაკლი სირბილაძის "კუპსმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "მარიეჰამნს".

სირბილაძემ 90 წუთი ითამაშა. მართალია, მან გოლი ვერ გაიტანია, მაგრამ თავისი გუნდის მეორე და მესამე გოლებში ასისტენტის როლი იტვირთა.

იმავე ჩემპიონატში გიორგი ოსიტაშვილის "კოოტეპე" გასვლაზე 0:3 დამარცხდა ტურკუს "ინტერთან". ოსიტაშვილი განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია.

* * *
ბელარუსის ჩემპიონატში "ბელშინამ" შინ 2:0 სძლია "სლავიას", რომლის რიგებში სათადარიგო იყო იაკობ აფხაზავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული