მაისურაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, "ანორთოსისი" კი ჩვენთვის საინტერესო კლუბია, რადგან იქ კიდევ ერთი ქართველი, გიორგი აბურჯანია თამაშობს.
"ლელო" მაისურაძეს კვიპროსში შეეხმიანა:
- უკვე კვიპროსში ვარ. ათ დღეში გვეწყება შეკრება. ჩამოვედი იმიტომ, რომ მუხლზე პატარა პრობლემა მაქვს. არტოსკოპია უნდა გავიკეთო. გუნდში რა და როგორაა, ჯერ არ ვიცი. შევიკრიბებით და ამის შემდეგ ზუსტად მეცოდინება ყველაფერი.
- რა მიზნები ექნება "ანორთოსისს" მომავალი სეზონისთვის?
-
- რჩება თუ არა გუნდში "ანორთოსისის" მეორე ქართველი - გიორგი აბურჯანია?
- სავარაუდოდ, დარჩება, თუმცა ბოლომდე ჯერ თავადაც არ იცის. გიორგი მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი.
- "პაფოსში" ნიკოლოზ გელაშვილის ტრანსფერის თაობაზე შეიტყობდით...
- გავიგე და ნიკას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ. ისიც ვიცი, რომ გუნდი შეიცვალეს "ოთელოსში" მოთამაშე ქართველებმა.
- როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ ევროსაგზურის მოპოვებას?
- "ანორთოსისის" მიზანი ყოველთვის საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა იყო და ახლაც ასე იქნება. იმედი მაქვს, მომავალ სეზონში შევასრულებთ იმ პროგრამა-მინიმუმს, რომელიც ჩვენ წინაშეა დასახული. ეს გასულ სეზონშიც შეგვეძლო, მაგრამ შედარებით გამოუცდელ შემადგენლობას სტაბილურობა დააკლდა.
კარს მომდგარ სეზონს იმედით ვუყურებ. კვიპროსული გაგებით "ანორთოსისი" გრანდია და არ შეიძლება, ამ გუნდს მოკრძალებული ამოცანები ჰქონდეს. ასე რომ, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, იმედით დაველოდოთ მომავალ სეზონს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"