ნუკრი რევიშვილმა "დილას" და "შერიფს" რუსეთის პრემიერლიგის "მორდოვია" ამჯობინა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგის კლუბ სარანსკის "მორდოვიაში" გააგრძელებს, რომელმაც სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.

სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოდან" წამოსული 28 წლის მეკარის მომავალს ჯერ გორის "დილას", შემდეგ კი მოლდოვურ "შერიფს" უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოოდ რევიშვილმა რუსეთში დაბრუნება არჩია.

ნუკრი სარანსკის "მორდოვიას" ხელმძღვანელობას ხელშეკრულებაზე შეუთანხმდა და გუნდს სერბეთში შეკრებაზე გაჰყვა, სადაც პირველ საკონტროლო მატჩში ითამაშა კიდეც. რევიშვილმა 25 ივნისს, სერბულ "იაგოდინასთან" ანგარიშით 4:0 მოგებულ შეხვედრაში პირველი ტაიმი ჩაატარა.

რევიშვილმა ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ჩაატარა. მისთვის
"მორდოვია" კი მეხუთე უცხოური კლუბია: 2006 წელს ყაზანის "რუბინში" ჩაირიცხა, რის შემდეგაც ითამაშა მახაჭყალის "ანჟიში" (2010-11), "კრასნოდარში" (2012-13), მალტის "ვალეტასა" (2014) და რუსულ "ტოსნოში" (2014).
მკითხველის კომენტარები / 4 /
დილა მორდოვიას სადაც შეხვდება იქ გაგითახსირებს...
qomagi.
16:18 26-06-2015
0
каи гундши мохвда намдвилад да мисалоциа. ам чаобши ан молдоваши аба ра ундода, билетеби вер гакидес ерти квираа.
гио
13:42 26-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული