პოლონურმა "იაგელონიამ" ამხანაგურ მატჩში 4:0 დაამარცხა "ზაგლებიე". ამ შეხვედრაში არ უთამაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის კანდიდატს, ცენტრალურ ნახევარმცველ ნიკა ძალამიძეს.
"ძალამიძეს ფეხი აწუხებს, მაგრამ სერიოზული არაფერია. ნიკა მალე დაუბრუნდება მინდორს და სრული დატვირთვით ივარჯიშებს", - თქვა "იაგელონიას" მთავარმა მწვრთნელმა მიხალ პრობიერჟმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით) ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"