"ვიტესის" ახალი ხელმძღვანელობა: კლუბი მერაბ ჟორდანიას გამო ისჯება

AutoSharing Option
უეფამ ახალი კანონის, ფინანსური ფეარ პლეის წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, არნემის "ვიტესი" დასაჯოს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაა, ნახევარდაცვაში კი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.

თუმცა არნემულ კლუბში იმედოვნებენ, რომ უეფა ფინანსურად "ვიტესს" ახლავე არ დასჯის.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ უეფა ახლავე არ გადაგვახდევინებს ჯარიმას. "ფინანსური ფეარ პლეის" წესები ჩვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კლუბი დაადგა ბიზნესის გაჯანსაღების გზას", - განაცხადა იუსტ დე ვიტმა, "ვიტესის" დირექტორმა.

კლუბის ხელმძღვანელობის მტკიცებით, ფეარ პლეის პრინციპი "ვიტესმა" ჯერ კიდევ მერაბ ჟორდანიას მფლობელობის
დროს დაარღვია, როცა კლუბზე დიდი თანხა იხარჯებოდა, შემოსავალი კი ცოტა იყო.

შეგახსენებთ, რომ სწორე დე ვიტის მუქარის გამო, მერაბ ჟორდანიას "ვიტესთან" ყოველგვარი კონტაქტი აეკრძალა და საზოგადოებისთვის სასარგებლო იძულებითი საქმიანობაც დაევალა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით მერაბ ჟორდანია მოსკოვის "დინამოში" გადადის სამუშაოდ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც მე ვარ???
vigac
16:57 02-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული