ამასობაში მედიას კიდევ ერთხელ ესაუბრა ქართველი ახალწვეულის შესახებ "ტრაბზონის" სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმა.
"შოთა არველაძე კარგი ადამიანია, კარგი ხალხი კი ერთად კარგ საქმეს ქმნის. 19 წელიწადია, შოთას ვიცნობ - ის მუდამ ვითარდება.
დარწმუნებული ვარ, მომავალში შოთა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იქნება. მას უკვე აკვირდებოდნენ ევროპის ტოპკლუბები. იმედი მაქვს, ჩვენ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ.
ასევე იხილეთ:
შოთა არველაძემ "ტრაბზონში" პირველი წვრთნა ჩაატარა [PHOTO]